“მთავარი” არხის დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მთავარი არხის უკვე მეორე სიუჟეტის გამო, რომელიც მარნეულს ეხება, ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქე რესპოდენტებს, ჩვენთვის ინტერვიუს მოცემის და ამ ინტერვიუს შინაარსის გამო, იბარებს სუსი და “აკაჩავებს”.
კოვიდის გაყალბებული სტატისტიკის შესახებ სიუჟეტის გამო, საერთოდ საბოტაჟის მუხლით აღძრეს საქმე. ნარიმანოვის ძეგლის შესახებ სიუჟეტის გამო, კვირები სუსში ეჯდათ რესპოდენტები, მათ შორის, მუსლიმი სასულიერო პირები. რა განვითარება აქვს ამ საქმეს, ჯერ არ ვიცით.
ხალხო, ბნელა მართლა? ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს მივმართავ: იმოქმედეთ!
ძლივს აქტივიზმი დაიწყო მარნეულის აზერბაიჯანულ მოსახლეობაში, ძლივს საჯარო პროტესტი გაბედეს და მოახერხეს, რაც ისტორიაში არ მომხდარაო და ახლა სუსი ჩანასახშივე მიზანმიმართულად კლავს აზერბაიჯანულ თემში სამოქალაქო აქტივიზმის ნიშნებს! (c) Jeikhun Muhamedali
აი, აზერბაიჯანული თემის გამორჩეული წევრის და საქართველოს გამორჩეული მოქალაქის უსწორესი პოზიცია! მიყვარხარ და ვამაყობ შენით, ჯეი. მძულს სუსი და ქართული ოცნება!”
კომენტარები