დღეს პარლამენტში დეპუტატები განიხილავდნენ ფეიკ-ნიუსებს.
მმართველი გუნდის წევრები სწუხან მომატებული ცრუ ინფორმაციების გამო, ოღონდ, ვის ავალებენ ამაზე რეაგირებას, გაურკვეველია, იმასაც ვერ ამბობენ, რა ხერხებით უნდა ებრძოლონ…
დეპუტატ მათიკაშვილს ეკა ბესელიამ რჩევა მისცა:
“ვეტყვი დავით მათიკაშვილს, როგორ დაიცვას თავი: იმედზე გადართე და იქ მოძებნე გია აბაშიძე, ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე, წინასწრამეტყველი, ისეთი რომანტიულობით გვიყვებოდა ამ ყალბ ამბებს… როცა რამეს ამბობთ, შუბლზე ხელი მოისვით…”
ბესელია სანამ სიტყვას ამბობდა, დავით მათიკაშვილ იცინოდა… გამხრიალურდა თუ სხვა რამე იყო სიცილის მიზეზი, უცნობია…
გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის დაცვის ინიციატივით გამოვიდა – ამხელა ღვაწლის მქონე კაცი, უპარონოდაა მიგდებული და ყველა მასზე საუბრობს, რატომ არ იცავთ?
კომენტარები