გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, ტვ პირველის ეთერით საუბრობს:
მე დღეს ვთვლი და ოჯახი თვლის, რომ დამნაშავეთა არარსებობა ჯერჯერობით, კანონზომიერია.
მე არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი, რომელიც 5 დღეში იქნება გარეთ მტკიცებულებათა არქონის გამო.
უნდობლობა ჯერ არ გვაქვს გამოძიების მიმართ, თუ გვექნება, მთელი ქვეყანა რომ დაინგრეს, არ გავჩერდებით.
ჩვენ ვიცით იმაზე მეტი, ვიდრე საზოგადოება მსჯელობს…
ექსპერტიზით უნდა გამოიკვეთოს, არაგვში აღმოჩნდა უკვე დაზიანებებით, თუ დაზიანებების გარეშე.
რაც არ უნდა დადგინდეს ექსპერტიზით, ფაქტია, რომ გიორგის გარდაცვალება განპირობებულია წინამდებარე აგრესიით – ბავშვი ღამის 2 საათზე საბანაოდ რომ არ ჩავიდოდა, მით უფრო რომ ცურვა არ იცოდა – ეგ ყველამ ვიცით.
წამყვანმა ჰკითხა, განიხილება თუ არა ვერსია, რომ გიორგი ფეხი აუცურდა და გადავარდა, რაზეც ბიძა პასუხობს –
პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ მაგ ვერსიასაც სერიოზულად განვიხილავთ!
კომენტარები