უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
“მოკლედ, კვოტები ინიცირდა და ზოგი ისევ გამოენთო და გადაიხსნა ვენები, ქალებს შეურაცხყოფენო. ჰოდა მათ მივმართავ: რაღაც არ მახსოვს, 36% სახელფასო სხვაობაზე მოგეგლიჯოთ თმა სირცხვილისაგან, ან აუნაზღაურებელ სახლის 40 საათიან შრომაზე გეღვაროთ ცრემლები, არც იმაზე მახსოვს თქვენი ღაწვთა ხოკვა, პარტებში ქალთა უხილავ ბარიერებზე კვლევა რომ დაიდო, არც “შუშის ჭერზე”.
ჰოდა, სვით ცივი წყალი, უვიცებო, ვინც ქალების ჩაგვრას ვერ ხედავთ და კვოტებზე გული მიგდით კაცებთან საკეკლუცოდ.
პ.ს. პარტია თუ დებილ ქალს დაისვამს კვოტით, ეს მისი არჩევანი და გემოვნებაა; კაცებშიც ზოგი სერგი კაპანაძეს ისვამს დეპუტატად და ზოგიც ჯაჭვლიანს და მეჭიაურს. ვისაც გამოთაყვანებული ხალხი უნდა, ქალსაც გამოთაყვანებულს მოიზიდავს და კაცსაც და ვისაც ჭკვიანი და კომპეტენტური უნდა? კაცსაც ეგეთს ჩასვამს სიაში და ქალ… თუ კომპეტენტური და ჭკვიანი ქალები არ არსებობენ საქართველოში? ა, ამის თქმას ცდილობთ? ჰოდა, ვინ აყენებს შეურაცხყოფას ქალებს ახლა?”
კომენტარები