ევროპული საქართველოს წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, უჩნდება განცდა, რომ გიორგი გაბუნიას საქმე პრემიერ გიორგი გახარიასთვის სულერთია და ეს საკითხი ამიტომ ვერ მოხვდა პრემიერის წლიურ ანგარიშში.
“შეგეძლოთ, გაბუნიას თემაზე გარკვეული ინფორმაცია პარლამენტისთვის მოგეცათ და თუ რაიმე ასეთ ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, რომ გაგვიზიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიჩნდება განცდა, რომ იმის გამო, რომ გიორგი გაბუნია მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი და მუდმივად გაკრიტიკებთ, სულერთია თქვენთვის მისი სიცოცხლე.
რაც არ უნდა გაღიზიანებული იყოთ იმ არხზე, სადაც ის მუშაობს, ის არის საქართველოს მოქალაქე, მას თქვენი იმედიც უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთი ვერ ხელყოფს მის სიცოცხლეს”
კომენტარები