ვინ არიან დაკავებული რაგბისტები, რომლებიც მცხეთაში, საბედისწერო წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ადგილზე სავარაუდოდ, საქმის გასარჩევად ჩავიდნენ.
მთავარის ინფორმაციით, დაკავებულია სამი რაგბისტი – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია.
დაკავებულია ასევე კიდევ ერთი “ნახალოვკელი” – თენგო ბარბაქაძე, რომელიც ასევე სპორტსმენია, ველომრბოლელია. თენგოს ბებია ამბობს:
“შაქარაშვილს არ ვიცნობდიო, მარტო ის მითხრა, მე ერთს დავარტყიო, თმებით მათრიაო…”
კომენტარები