19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირის მამა აცხადებს, რომ მის შვილზე დაკითხვისას სამართალდამცავებმა იძალადეს:
დაკავებულის მამის თქმით, მის შვილს პოლიციელები აიძულებდნენ დაეწერა ის, რასაც ეტყოდნენ. მას პოლიციელის სახე ახსოვს და შეუძლია დაასახელოს კიდეც.
“დაარტყეს კი, პოლიციელმა დაარტყა გამოკითხვის დროს. რაც ჩვენ გვინდა ის უნდა დაწეროთო. დავინახე ვიღაცა, არ დაინახეო ყველაფერი დაწერეო. კარნახობდნენ რა დაეწერათ. 16 საათი იყო დაკითხვაზე, ღამის ოთხ საათზე გამოუშვეს.. იმ დონეზე ვიყავი სიმართლის გარკვევით, ხელი არ დამიშლია. როცა სცემდნენ, რას შვები მეთქი ვუთხარი. სახეზე ვიცი ეს პოლიციელები”
ნიუპოსტი
კომენტარები