საქართველოს პარლამენტში პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა:
„კურდღლები ხართ, რატომ იცი?! ამისთვის, რომ ემზადებოდით ბიჭო! კარგი, დავუბრუნდები აკადემიურ სტილს. ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და იქ რაღაც ჯგუფური ბრეინსტორმინგები რომ მოაწყვეთ და იქიდან რომ იმუქრებოდით“
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ტაში მოჰყვა.
აკადემიურ სტილში გამოყენებული სიტყვა “ბრეინსტორმინგი” ინგლისური სიტყვაა და მისი ერთ-ერთი ქართული შესატყვისია – აზრთა ჭიდილი.
მაგრამ, “ბრეინსტორმინგი” უკეთ შეიძლება გამოთქვა – აი, როგორც “ბიჭო”… აზრთა ჭიდილს, ამ ტონალობით ვერ იტყვი.
ყოველ შემთხვევაში, მას არაფერი საერთო არა აქვს ქართულად მეტყველების აკადემიურ სტილთან!
კომენტარები