იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ ირმა ნადირაშვილს უპასუხა, რომელმაც მისი მისამართით განაცხადა, რომ მას ადამიანები არ უყვარს.
“ქალბატონო ირმა, სადაც ბრძანდებით, ალბათ, ჩართული გაქვთ ტელევიზორი. მე ძალიან მიყვარს ადამიანები, უფრო მეტიც, არამცთუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ”
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ და ირმა ნადირაშვილმა პრემიერს კითხვები ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას შესახებ დაუსვეს. კითხვაზე პასუხის გაცემა კი პრემიერმა წულუკიანს სთხოვა.
კომენტარები