უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა და სულ იქნება:
“ქუჩაში ჩხუბი, ახალგაზრდებს შორის რაღაცა შეხლა-შემოხლა ყოველთვის იქნება. პრობლემა იქნება, დანაშაულიც იქნება. კაცობრიობის პრობლემაა დანაშაული, ზოგადად და ჩვენ ახლა ვსვამთ შეკითხვებს, რომ კაცობრიობის პრობლემებთან დაკავშირებით, ზოგადსაკაცობრიო პრობლემებთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად, რატომ ვერ ხდება რაღაცების მოგვარება. ხდება. ჩვენ გვახსოვს, რომ ათი წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს არის. ოცი წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე ათი წლის წინ და ასე, დინამიკაში ჩვენ ვვითარდებით”
რა თქმა უნდა, ბატონო მამუკა, ახალგაზრდებს შორის კი არა, პრემიერმა თქვა, მოდი ცოტა ხანი პარლამენტში ჯერ ძველბიჭურად ვილაპარაკებ და მერე აკადემიურს დავუბრუნებდიო, ახალგაზრდები კი არა – ჩხუბის გარეშე ვერაფერს აგვარებთ, ელემენტარულ საკითხსაც კი.
20 წლის წინ რა იყო ყველამ ვიცით, ჩვენ გვაინტერესებს ხვალ რა იქნება და რატომ არის ამდენი გაუხსნელი საქმე ზოგადად, რატომ არის საგამოძიებო ორგანოების მიმართ გაზრდილი უნდობლობა? ამაზე გვინდა პასუხი.
კომენტარები