ოკუპანტები საჩხერის რაიონის ტყეს მიადგნენ. “ნიუპოსტის” ცნობით, ტერიტორიები უკვე მონიშნულია და სავარაუდოდ, დამატებით ათობით ჰექტარი მიწის ფართობი, საოკუპაციო ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდება.
აკრძალულ ზონაში, იქ სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს მიახლოების საშუალებასაც არ აძლევს, შესვლა ამჯერადაც შეძლო ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიამ”, რომლის წევრებიც ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზიდან, ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში ხეები წითელი საღებავებით არის მონიშნული და თუ აქ ე.წ. საზღვრის მშენებლობა დაიწყება, ათობით ჰექტარი ტყის მასივი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება.
კომენტარები