სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანა მანაგაძე, წერს:
“წლების წინ პატარა ბიჭს ვიღაც დისტრიბუტორმა, ვიღაც ჩამოთრეულმა დისტრიბუტორმა საკუთარ უბანში ენა შეუბრუნა! აი ეგ გაუბედა, არ დაემორჩილა, ბრძანება არ შეასრულა და ამ უგვანი საქციელისთვის მიიღო მისაღები- ბიჭმა დანით დაჭრა დისტრიბუტორი კაცურად. მერე იმ ხელისუფლებამ, რომელმაც თქვა, ქურდული და კრიმინალური მენტალობა გვკლავს, გენოციდს გვიწყობს, განვითარებას ბლოკავს, ჭირია ეგ და უნდა შევებრძოლოთო, დაიჭირა პატარა ბიჭი. როგორ თუ სროკზე გაუშვაო, აღსდგა და გადაირია მთელი უბანი, ქალაქი, მწერლობა, პოეტობა და ყველა ის, ვინც ახლა ძალიან წუხს მდინარეში ნაპოვნი ცხედრის გამო და ვინც თავადაც კრიმინალურ მენტალობას უკავშირებს ამ ტრაგედიას.
აღდგა და სულ ბავშვიჭამია სისხლისმსმელები უწოდა ხელისუფლებას. ოღონდ არცერთს აქვს განცდა, რომ წლების წინ დააშავეს. არცერთს აქვს პასუხისმგებლობის განცდა, რომ წინა ხელისუფლებას ის ცოცხი გაუკეთეს, ქურდებს რო ხელში დააჭერინა. რაც უნდა ითქვას, იმ ცხრა წელმა მაინც გააკეთა საქმე. ეხლა და ამ დღეეებში ის საქმე გრძელდება, მაგრამ ეგ ბევრად ეფექტური იქნება თუ გაიხსენებენ, ის კაცი ჩასვეს ციხეში, რომელმაც “ქურდები გააფუჭა”- საკუთარი საკანი შესტიორკებს კი არა, თავად ქურდებს დააგვევინა. რა შედეგი მოიტანა საკუთარი საკნების დაგვამ, ჰკითხეთ იმ წლების მასწავლებლებს და გეტყვიან. იმასაც გეტყვიან, როგორ დაბრუნდა ქურდული და ობშიაკი მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრად ქურდის დაქალოჩკა ჰყავთ, ხოლო იუსტიციის სახლის წინ მდგარ მემორიალთან ქურდებმა წააქციეს ჭიქა.”
კომენტარები