ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს ეხმაურება:
„ისევ და ისევ ახალგაზრდებს აბრუებენ და ადებილებენ, თორემ სანდრო გირგვლიანის საქმეს ვერ შეედრება ვერცერთი 2012 წლის შემდეგ მომხდარი უბედურებებისა!..
გირგვლიანის საქმეს , გარკვეულ ნაწილში, შეგვიძლია შევადაროთ მხოლოდ 2012 წლამდე მომხდარი მკვლელობები, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინესნები და მათი “შემსრულებლები” პირადი ინტერესებისთვის ხოცავდნენ ადამიანებს, “ნულოვანი ტოლერანტობის “სოუსის” ქვეშ და ასეთი საქმე მხოლოდ ვაზაგაშვილის არ იყო.!…
უდანაშაულოდ ჩახოცილ ახალაგაზრდებზე რომ აღარაფერი ვთქვა შიშის და ტერორის დანერგვის გამო… ხოცავდნენ გამოძიებისა და გასამართლების გარეშე… ადგილზე ლიკვიდაციით , ხელაწეულებს და უიარაღოებს…
კარგად წაიკითხეთ, რამ მოკლა სანდრო გირგვლიანი, ადამიანი რომელიც გახდა საქართველოს გამოფხიზლების სიმბოლო .. ამიტომაც ებრძვიან და ეჯიბრებიან ნაცხლისტი ფურუნკულები დღესაც!
წააკითხეთ შვილებს, ახალგაზრდებს, რადგან არ ისვენებენ და სანდროს სულიც ახრჩობთ, მასაც ებრძვიან! .. დღემდე აზრიალებთ…
მოკლულმა სანდრომ გაიმარჯვა და ჩვენც გაგვიყვანა გამარჯვების გზაზე!!!
ნანუკა ჟორჟოლიანის საგინებლად არ ვდებ ამ პოსტს, სიმართლე რომ ყველამ იცოდეს, მხოლოდ ამისთვის…
p.s. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჩემი სანდრო და მარიამი მეგობრობდნენ პოლიტიკის გარეშე და არ მინდა ჩემ გვერდზე ნანუკას გინება, ჩემ შვილს ეცით პატივი…
დანარჩენ სისხლიან ნაცხ-რეჟიმზე ხსნილია!
იგინეთ რამდენიც გენებოთ…“
კომენტარები