დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ამ რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე, კანონიერმა ქურდმა უარი თქვა საკუთარ ტიტულზე და ბერად აღიკვეცაო. ეს არის უახლოესი და სწორი გზა ღმერთისკენ.
ეკლესიას აქვს მკაცრად განსაზღვრული დოგმატები, რომელთა დარღვევაც და არასწორად გავრცელება ითვლება არამარტო ცოდვად, არამედ მისი მოქმედი განიკვეთება ეკლესიიდან.
პავლე მოციქული ამბობს: ,,გარდა იმისა რაც მე გასწავლეთ თქვენ, ცის ანგელოზმაც. რომ გასწავლოთ შეჩვენებული იყოს”-ო ასე მკაცრად განაჩინებს მოციქული, და ამ სწორ სწავლებათა ფონზე განისაზღვრება ვინ მიდის სამეუფეო გზით და ვინ არა.
ამ სწავლებათა დამრღვევებს ეწოდებათ ერეტიკოსები, მწვალებლები და თუ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა სექტა.
ეკლესიის მიერ, სწორედ სექტად უნდა იქნას კვალიფიცირებული ქურდული სამყარო. დესტრუქციულ სექტად და გაემიჯნოს ყველა მის ქურუმსა და ადეპტს. როგორც სექტანტებთან გვაქვს ყველანაირი რელიგიური ურთიერთობა გაწყვეტილი, ასევე უნდა იყოს მათზეც, არ უნდა იქნან დაშვებული წმიდა ზიარებაზე. ვისთვისაც ქრისტე ყველაზე მეტია მან უნდა უარყოს და დაგმოს ყველა ის უსჯულოება რომელშიც მანამ იყოს, რათა არ არს ორთა უფალთა მონება. ზემოთ აღწერილი ამბავი ამის ნათელი მაგალითია.
ეკლესიას აქვს თავისი წესი სხვა აღმსარებლობიდან მიღების, როცა მართლმადიდებლობას უბრუნდება ვინმე ან გადმოდის. პირველ ყოვლისა ეკლესია თხოვს მათ დაგმოს და უარყოს ყველა ის უღირსი სწავლება რასაც ამ წუთამდე აღიარებდა.
ასევე უნდა დაემატოს აღსარების წიგნს ცოდვათა ჩამონათვალში, იზიარებს თუ არა ქურდულ ტრადიციებს ან სხვა რელიგიური დაჯგუფების სწავლებებს….
სასიკვდილო განაჩენი აქვთ მათ გარდა ვინმეს?
რამდენი სისხლია დაღვრილი მათი ქურუმების განაჩენით.
იქნებ ასე გადავარჩინოთ მომავალში
სხვა გიორგი
სხვა დათუნა
სხვა ლევანიკო
და რამდენი…..
და სანამდე…“
კომენტარები