მსახიობი ზურაბ ყიფშიძე იმ ღამეს იხსენებს, როდესაც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, დედა – მსახიობი ელენე ყიფშიძე გარდაიცვალა:
„ის ღამე იყო საშინელი. ვიფიქრე, მეზობლებს გავაღვიძებთქო…ბოლო წამამდე მის გვერდით ვიყავი. გვერდზე ვეწექი, უკვე ძაან ცუდად იყო. არ მინდოდა… სახეზე ვარტყავდი ხელს, რომ მეთქი… ძალიან რთული იყო.
რამოდენიმე წელი მოვუარე, როგორც შემეძლო. სატრიპაჩო ეს არ არის, მაგრამ ვიღაცას უკვირს – როგორ მოუარეო?! აბა, ვის უნდა მოვუაროთ?! დედებს უნდა მოვუაროთ სწორედ.
რამოდენიმე საათი ვიწექით და ბოდიშს ვუხდიდი ყველაფრისთვის“, – ამბობს ზურაბ ყიფშიძე „ფეისბუქ“-ინტერვიუში.
ზურაბ ყიფშიძეს დედა 2004 წლის 31 ივლისის გარდაეცვალა
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები