ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს მიმართავს, გამოქვეყნდეს ის ვიდეომასალა, რომელშიც ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, ჩანს, როგორ ძალადობს ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ მეუღლეზე. ბრალდებულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ კადრები, რომელზეც დაზარალებული მხარე უკვე დიდი ხანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს.
„ძალიან გთხოვთ რომ ეს კადრები გამოაქვეყნოთ. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ისინი აპელირებენ იმით, რომ ჩვენ გვაქვს ეს კადრები, გამოვიყენებთ ამ კადრებს“
საქართველოს პირველ ჩოგნად აღიარებული სპორტსმენის ძმა, „რუსთავი 2“-ის ეთერში ოჯახში მომხდარ დაპირისპირებებს იხსენებს.
„ვფიქრობ ეს შეიძლება ქონებრივი დავა იყოს, ან პირადი განადგურების მიზანი. ქალბატონი ნელი მოვიდა ჩვენთან სახლში, აქამდე დაუკითხავად არასოდეს მოსულა. გამოლანძღა ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან უხეში და უწმაწური სიტყვებით. ამის შემდეგ წავიდა ძალიან მშვიდად და ეს სათვალთვალო კამერითაც ჩანს“
ოჯახური ძალადობის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო მსჯელობას 16 ივლისიდან დაიწყებს.
კომენტარები