„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
„გერმანიის ფედერაციის პატივცემულმა ელჩმა უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ 20 ივნისს ახალგაზრდების თვალის დათხრას გულქვად ადევნებდა თვალყურს პარლამენტის ფანჯრიდან, ხოლო შემდეგ ამართლებდა ხელისუფლებას ყველანაირად. მან უნდა მოიხადოს ბოდიში იმაზე, რომ თავის განცხადებებში რუსეთის აგრესიას უძებნიდა გამართლებას, ეს იყო თურმე საქართველოს ბრალიც. მან უნდა მოუხადოს ბოდიში იმის გამო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პატიმართა გათავისუფლების თაობაზე შეთანხმებული თეზისები უარყო და განაცხადა, რომ სხვა რამეზე იყო იქ საუბარი, რაც წარმოადგენს აბსოლუტურ სიცრუეს. ხოლო ამ ბოდიშის შემდეგ უნდა დატოვოს მან საქართველო, რადგან ის წარმოადგენს არა გერმანიის ელჩს, არამედ ბერლინის წარმომადგენელს ივანიშვილის სამეფო კარზე. ეს არის სამწუხარო რეალობა“
კომენტარები