ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ.
ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. უნივერსიტეტი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.
პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.
ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას ესწრებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკო ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალეკო თევზაძე, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი ,“იულიხის” სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერნდ ნოიმაიერი, IBA ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სერჟ ლამისე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების , საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის , საგანმანათლებლო წრეებისა და საზოგადოების წარმომდგენლები’,- ნათქვამია ფონდ „ქართუს“ განცხადებაში.
კომენტარები