ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორაგბეებს ის ადვოკატები, ვინც დღემდე იცავდა, აღარ დაიცავენ:
“დაცვაზე უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი სპორტსმენებს აღარ დაიცავენ.
ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებებს საქმის დასაწყისიდანვე იცავდნენ.”
მედიაცენტრი “მთავარი”
“ალია” დაუკავშირდა ალექსანდრე კობაიძეს, რომელმაც კატეგორიულად უარჰყო მომხდარი და თქვა რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ალია” დაუკავშირდა ბექა ნემსიწვერაძესაც – რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მასაც არ მიუტოვებია კლიენტის დაცვა.
ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ მესამე ადვოკატთან, ვასილ მამულაშვილთან გასაუბრება, მაგრამ ალექსანდრე კობაიძეც და ბექა ნემსიწვერაძეც გვიდასტურებენ, რომ ისიც ისევ მორაგბეების ინტერესების დამცველია.
კომენტარები