პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი, სოციალური ქსელით ეხმაურება საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას:
“დღევანდელი შედეგი არც იმათი დამსახურებაა, ვინც გულში ბოღმით და სახეზე ღიმილით პულტს ხელი დააჭირა და არც იმათი, ვინც გულში ბოღმით და კოპების შეკვრით პულტს ხელი არ დააჭირა. ეს იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც შარშან ივნისში, სრულიად გულწრფელად უთხრეს უარი უღირს წარსულს და ასევე უღირს აწმყოს. საკუთარი ჯანმრთელობის და ნასროლი ტალახის ფასად მოითხოვეს ცვლილებები მომავლის სახელით. იმ მომავლის, რომელიც მათია და არა მომღიმარი, თუ კოპებშეყრილი პოლიტიკური ელიტის, რომელსაც სინამდვილეში არაფრის შეცვლა არ უნდა…”
კომენტარები