“მუცლით ცეკვების” ცნობილი ეგვიპტელი მოცეკვავე სამართალდამცავმა უწყებებმა გარყვნილების, “მრუშობისა და უზნეობის წახალისებით” სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალის გამო დააპატიმრეს. მოცეკვავეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 15 000 ფუნტის გადახდა დააკისრეს.
სამა ელ-მასრაი აპრილში დააკავეს- ორი თვის განმავლობაში მის მიერ TikTok-ის სოციალურ ქსელზე განთავსებულ ფოტო-ვიდეო მასალას იკვლევდნენ, რომელიც ამორალური უზნეო საქციელის გამოვლინებად იქნა აღქმული სასამართლოს მიერ, რომლის გამოც „დამნაშავე“ ე.წ სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.
42 წლის მოცეკვავე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ფოტო-ვიდეო მასალა ტელეფონიდან მოპარეს და სოციალურ პლატფორმაზე მისი თანხმობის გარეშე განათავსეს.
შაბათს კაიროს სამართალდარღვევათა ეკონომიკურმა სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქალმა დაარღვია ოჯახის პრინციპები და ეგვიპტის ფასეულეობები. მისი თქმით, სამა ელ მასრაი თავის სოციალური ქსელის ანგარიშს უზნეობის პროპაგანდისთვის იყენებდა.
ნიუპოსტი
კომენტარები