შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გომელაურის თქმით, შაქარაშვილის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და აცხადებს, რომ უწყება მაქსიმალურად გახსნილია და მზადააყველა ბრალდებას გასცენ პასუხი.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა და პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. ჩართული ვართ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს, რის საშუალებასაც ფაქტები გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით და ისევ და ისევ, ყველა, როგორც დაკავებულების ადვოკატები, ასევე, დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. მეტს ვერ ვისაუბრებ ამ თემიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გახსნილი ვართ ყველა მიმართულებით, აქედან გამომდინარე, თუ რამე ბრალდება აქვთ, მათ შეუძლიათ, გვითხრან პირდაპირ. მაქსიმალურად ვმუშაობთ ყველასთან“
პირდაპირ გეუბნებით, ბატონო მიისტრო, საპატრული პოლიცია იყო შემთხვევის ადგილზე, ერთი წამოიყვანა და მიუხედავად 112-ში შესული ზარისა, არც ოქმი შეადგინა, არც დაკითხა, არც დანარჩენების ძებნა დაიწყო. ახლა ეს გინდ ბრალდებად მიიღეთ და გინდ კორექტულ შენიშვნად…
გარდაცვლილის ბიძა ამბობს რომ ბიჭს ღამის პირველ საათზე დედა ესაუბრა – რომელ საათამდე იყო შესაძლებელი მინისტრო, მისი გადარჩენა? რომელ საათზე მოხდა ბოლო დაპირისპირება? მონაწილეობდა თუ არა კონფლიქტში მესამე მანქანა და ვის ეკუთვნის, თუ მონაწილეობდა?
კომენტარები