ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:
„ამორალურია იმაზე საუბარი, თურმე ფონდ „ქართუს“ საიდან აქვს სახსრები. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ერთადერთი, მთავარი ბენეფიციალები, შემომწირველები „ქართუ“ ფონდის, უზარმაზარი ქველმოქმედება აქვთ „ქართუ“ ფონდის მეშვეობით განხორციელებული, 3 მილიარდზე მეტი, რაც საერთაშორისო აუდიტით არის დადასტურებული. ძალიან გთხოვთ ბნელ ოთახში კატას ნუ ეძებთ, დავკავდეთ საქმით“
კომენტარები