“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რაღაც კარგ “პალასაზე” დავჯექით.
უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ ერთ ქოცს გადავეყარე.
განადგურებული იყო.
ადამიანურად შემებრალა. მეთქი, ნუ ნერვიულობ – ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო ბიძინამ, ჩათვალე, რომ ამ ნაბიჯით რადიკალებს მიწა გამოაცალა მეთქი.
თვალები დაჭყიტა.
მოეწონა, რაც ვთქვი.
გავიდა რაღაც დრო, მომიბრუნდა ეიფორიულად გალაღებული და … –
კაროჩე, ნაცებს გამოუსვა ცელიო ხო? იმენა გაათახსირაო.
მეთქი – იმენნო! .
ძაან გახარებული დამშორდა.
მე კიდევ ერთხელ ვიცინე საკუთარ თავზე
ახლა ეგებ ჩავარწმუნოთ, რომ არჩევნებს რომ წააგებენ, ეგაა ბიძინას უდიდესი გამარჯვება
P.S. ძაანაც არ გავკაიფებივარ – რადიკალიზმისთვის მართლა ნაკლები ნიადაგი რჩება, როცა სიტყვა სრულდება”
კომენტარები