ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი ქვეყნების მთავრობები სწორი პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, პანდემიის ტემპი მაინც იზრდება. ჩემი მთავარი გზავნილია: ტესტი, კონტაქტების კვლევა, იზოლირება და კარანტინი.
გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს.
ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ ის დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის“
ქვეყნების მთავრობებს მოვუწოდებ გერმანიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მაგალითებს მიჰყვნენ, რომლებმაც ეპიდემიის შეჩერება სრულყოფილი ტესტირებითა და კონტაქტების კვლევით შეძლეს.
ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 10 412 421 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან დაღუპულია 508 228 და გამოჯანმრთელებულია 5 668 668 ადამიანი.
კომენტარები