ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა ოჯახმა სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული შემაკავებელი ორდერები ხელმეორედ აღარ გაასაჩივრა:
„სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა, რადგან დარწმუნდა რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.
საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოჯახში ძალადობის დადასტურების შესახებ, ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის ოჯახის წევრებს არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ თავად მხარეებიც დაეთანხმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად“
კომენტარები