მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
„კაცებმა ერთი (და მთავარი) ვერ ისწავლეს ამ ქვეყანაში:
ძლიერი ხარ მაშინ, როცა მკლავში მომდგარ ძალას არ ამზეურებ. ან, თუ ამზეურებ, მხოლოდ სპორტში – რინგზე, მოედანზე…
24 წლის კაცმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლის ალში გაახვია ქალი, რომელსაც მასთან ერთად ყოფნა აღარ უნდოდა.
ქალი რეანიმაციაშია, სხეულის 37% დამწვარი აქვს, კაცი – ციხეში და იმედია, დიდხანს იქნება იქ.
ამ „ბესპრიძელის“ დასრულების ერთადერთი გზა ისაა, რომ კაცებმა ამოვიღოთ ხმა და ასეთ ნაძირლებს ვუთხრათ, რომ ძალადობა არაა კაცობა. პირიქით, ძალადობა ლაჩრობისა და უსუსურობის კაშკაშა გამოვლინებაა და თუკი სხვაზე ძალადობ, ამით შენი პენისი ვერ გრძელდება“
კომენტარები