საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა:
„წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“, რომელსაც 3 %-ით შეუძლია შეიყვანოს ოთხი კანდიდატი პარლამენტში. ამ შემთხვევაში მათ უწევთ, ერთი ისეთი კანდიდატი ქალის მოძებნა, რომელიც არის თან კვალიფიციური და იმსახურებს დეპუტატობას და თან იზიარებს „ევროპული საქართველოს“ იდეოლოგიას. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში? ერთი ქალი უნდა მოძებნოს „ევროპულმა საქართველომ“ იმისთვის, რომ 4 კაცით რომ შემოვლენ პარლამენტში, ერთი ქალიც ჰყავდეთ ამ ოთხ კანდიდატს შორის,“ – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები