სოციალური ქსელის მომხმარებელი, სოფიო ხუნდაძე, სოციალურ ქსელში:
“ღამით, ასე პირველი საათისკენ ვიღაც იდიოტმა განზრახ მკვლელობის მიზნით ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა. “ტიპმა” ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნითი.
დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ. დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან..
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში, რომ არა ისინი არ ვიცი მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით. კარგი ადამიანები ხართ, ისეთი პანიკა იყო მადლობაც ვერ გითხარით. შოკში ვიყავით, ვერც ვაცნობიერებდით რას და რატომ ვაკეთებდით, წამის მეასედითაც რომ დაგვეგვიანა არ ვიცი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. და მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის. არამარტო ეკიპაჟებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანურობა გამოიჩინეს, მიატოვეს სამუშაო ადგილი და დასახმარებლად მოვიდნენ..”
კომენტარებში წერენ:
“სოფო, სამლიტტიანი ბალონით ბენზინს რომ ისვრი, ცეცხლწაკიდებულ ადამიანზე და მთლიან ეზოზე, მაგას მოლოტოვის კოქტეილი აღარ ქვია. მოლოტოვის კოქტეილს 200 გრამი ბენზინიც არ ჭირდება”
“ან წყალში ურევენ რამეს, ან ჰაერში! სიგიჟის ბაცილებითაა გაჟღენთილი ყველაფერი ირგვლივ. იმაზე მეტად ირაციონალურები ვართ ვიდრე 37-ში გერმანელები იყვნენ. მეჩვენება რო ჯაჭვური რეაქცია წავიდა?”
კომენტარები