ჩვენ არ ვაუქმებთ და არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას და ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი გეგმა, რომ ქუთაისში ჩვენი ბაზა დავხუროთ. ჩვენ დროებით ვაუქმებთ ოპერაციებს, – ამის შესახებ კომპანია Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრას რადომ განაცხადა.
„დროებით შეჩერება, სამწუხაროდ, მოგვიხდა ვირუსიდან გამომდინარე, რადგან პანდემია გავრცელებულია უკვე უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში. მუშაობა დროებით შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ მომავალ მითითებებს არ მივიღებთ. აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოხდება.
დიდი ალბათობით, ოპერაციები მომავალ ზაფხულამდე იქნება შეჩერებული, რადგან ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება შეზღუდვები.
თუ არაფერი მეშლება, ჩვენ ახლა არ გვყავს თვითმფრინავები ქუთაისის ბაზაში. ისინი სხვაგან განვათავსეთ ჩვენსავე ქსელში და როგორც კი ქუთაისში ოპერაციები განახლდება, რა თქმა უნდა, თვითმფრინავებს უკან დავაბრუნებთ. იქამდე კი სხვა გამოსავლებს ვეძებთ საერთაშორისო და ადგილობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, შეგვეძლება თუ არა რაიმე სახის ფრენის განხორციელება ქუთაისში.
„ვიზეარი“ აკვირდება საერთაშორისო დონეზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ განვაახლებთ ფრენებს, როგორც კი პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ყველა იმ წესს, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ხელისუფლებები აწესებენ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ფრენებს შეძლებისდაგვარად სწრაფად განვაახლებთ“
ინტერპრესნიუსი
ვინ მიაწოდა ინფორმაცია Wizz air-ს, რომ რეგულარული ფრენა მომავალ ზაფხულამდე არ აღდგება და თუ ეს ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას, ჩვენ, მოქალაქეები არ ვიმსახურებთ ცოდნას?
კომპანია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ემორჩილება საქართველოს ხელისუფლების წესებს და აჩერებს ფრენას, რომელსაც იმედი აქვს მალე განაახლებს.
კომპანია ამბობს რომ ფრენას აჩერებს ვირუსის და პანდემიის გამო და ელოდება მითითებებს საქართველოს ხელისუფლებისგან და იქვე ამატებს, რომ ალბათ, მომავალ ზაფხულამდე ვერ შეძლებს ფრენის განახლებას.
კომპანია, რომელიც გვეუბნება რომ საქართველოს სახელმწიფოს მითითებებს და რეკომენდაციებს ემორჩილება, გვეუბნება, რომ ფრენას ალბათ, მომავალ ზაფხულამდე ვერ შეძლებს…
და ისევ ვკითხულობთ, ვინ უთხრა Wizz air-ს რომ რეგულარული რეისები ერთი წელი არ იქნება და ჩვენ რატომ არ ვიცით?
კომენტარები