ტელეკომპანია “პირველი” საბედისწერო ღამის კადრებს ავრცელებს, რომლის გადაღებიდან რამდენიმე წუთში გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა.
კადრებში შაქარაშვილი მცხეთის ხიდზე მეგობრებთან ერთად გადაადგილდება, კადრში ჩანს დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახტანგ ახვლედიანი. რომელსაც თეთრ პერანგზე სისხლის კვალი აღენიშნება.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ახვლედიანს აგარაკზე კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. ვიდეოში კი მას ქათამაძე ეკითხება ვისი კვალია პერანგზე, რაზეც გიორგი შაქარაშვილი ამბობს, რომ ეს არის სისხლის კვალი.
კომენტარები