ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“არ გავიგონო წუწუნი ტირილი და მოთქმა დასაქმებაზე.
წინასწარ ვწერ – არავის “პატივისცემა” არ მჭირდება რაც ჯდება – ვიხდი!
ახლა ვარ სოფელში, ვაკეთებ სახლში წყალგაყვანილობას და ვერ ვიპოვე ორი ადამიანი, ვინც 1.5×1.5×1.5 ორმოს ამოთხრის და ამოაშენებს.
ვერ ვიპოვე 3 ადამიანი, ვინც 2 გვიმს დამადგმევინებს და ასეთი ბევრი მცირე რაღაცეები.
ყველას ჰყავს მანქანა, რომელიც გაფუჭებულია და აკეთებს, ყველა მიდის ან გერმანიაში, ან პოლონეთში და აგინებს ქვეყანას და ხელისუფლებას.
ჰო, იმასაც ვიტყვი – რეალურად თუ ჯდება 70 ლარი, ვიხდი 100 ლარს. ეს არც შალიკოს და არც მიშას ბრალია.”
კომენტარები