სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთი მეგობარი მყავს ცოტა გვიან შეძენილი. სიტყვაძუნწია. მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია. მატერიალურად ნამდვილად არ უჭირს.
რაღაც შეიძინა ტექნიკის მაღაზიაში და ერთი ლატარიის ბილეთიც მისცეს. იმ ბილეთმა თავის მხრივ პლაზმური ტელევიზორი მოიგო.
ამას ის ტელევიზორი ნაკლებად აინტერესებდა, მხოლოდ რამდენიმე დღის მერე შეიარა და წააწყდა სურათს – ქალი და 11-12 წლის ბიჭი არჩევნდნენ ტელევიზორს- დეე! მოდი ეს ვიყიდოთ ნახე რა მაგარია!..- ხომ არ გადაირიე?!.. 570 ლარი ღირს!..- აი ეს დეე?!..345 ლარი ღირს..- არც ეგ..200-220 ლარის ფარგლებში უნდა ვნახოთ, მეტი არ მაქვს…
მოკლედ 840 ლარიანი ტელევიზორი წაიღეს დედა-შვილმა სახლში მიტანით..”
კომენტარები