გაიზრდება თუ არა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა – 19 წლის ფეხბურთელის საქმის ფიგურანტი ვახო ახვლედიანი პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვიდან გამოსული ახვლედიანი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.
ცნობილია, რომ ახვლედიანი აგარაკზე დაწყებული პირველი კონფლიქტის მონაწილეა:
„სახლიდან გამოვიდა ჩემი მეგობარი ნ.ხ და ერთ-ერთი საბურთალოელი, ვინაიდან ისინი სწრაფი ნაბიჯით მოძრაობდნენ ვკითხე რამე პრობლემა ხომ არ ქონდათ, რაზეც საბურთალოელმა მიპასუხა არაფერი ისეთი უბრალოდ სალაპარაკო მაქვსო. ისინი ავიდნენ კიბეებზე, საიდანაც ნიკოლოზი დაბრუნდა უკან და საფეთქლიდან მოსდიოდა სისხლი, ხოლო უკან ლანძღვა-გინებით მოსდევდა აღნიშნული საბურთალოელი ახალგაზრდა, მე მათ ჩავუდექი შუაში და მოვუწოდე, რომ გაგვერკვია სიტუაცია, რადგან ეზოში ჩვენი საუბრით შესაძლო იყო ხელი შეგვეშალა მიმდინარე საღამოსთვის. რაც რა თქმა უნდა იქნებოდა ძალიან უსიამოვნო. ჩემი შეთავაზების დროს მანამ სანამ გარეთ გავიდოდით მოულოდნელად დამარტყა ხელი სახის არეში, მას დაეხმარნენ მისი თანმხლები პირები, წამაქციეს და მირტყამდნენ სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რა დროსაც აღნიშნული ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ერთ წუთს“
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიციამ ახვლედიანის სახლიდან სისხლიანი ტანსაცმელი ამოიღო. პოლიციაში მისულმა ახვლედიანმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.
კომენტარები