სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილე დავით ჭაკუა, პატიმრების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. ის რამდენიმე წლის წინ ავსტრიაში დააკავეს, თუმცა გირაოთი გათავისუფლდა. მისი ადვოკატის თქმით, ავსტრიამ საქართველოს ჭაკუას ექსტრადირებაზე უარი უთხრა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ექსტრადირების ზუსტი დრო და საქმის სხვა დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
კომენტარები