შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ხ.-ს ჩვენება:
ნ.ხ.:
“იქ მყოფი ჩემთვის უცნობი რამდენიმე პიროვნება იქცეოდა გამომწვევად და აგრესიულად, როგორც ჩემ ასევე ჩემი მეგობრის მიმართ, კერძოდ ისროდნენ რეპლიკებს ჩვენი მისამართით და საუბრობდნენ ჩვენზე დამცინავი ტონით, ხოლო რა იყო მათი ასეთი ქმედების მიზეზი ჩემთვის უცნობია. ამის შემდეგ რადგან დარბაზში ძალიან ცხელოდა მე მარტო გავედი შენობის გარეთ ეზოში,რა დროსაც ეზოში მე ვიყავი მარტო. ჩემი ეზოში გასვლიდან დაახლოებით 10 წუთში ეზოში ასევე გამოვიდნენ დარბაზში მყოფი ის ბიჭებიც, რომლებიც დარბაზში დამცინავად ლაპარაკობდნენ ჩვენზე და იქცეოდნენ გამომწვევად ჩვენს მიმართ. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში ეზოში გამოსულმა ბიჭებმა , როდესაც დამინახეს და მოვიდნენ ჩემთან, რა დროსაც ჩვენ ერთმანეთთან შევლაპარაკდით, რა დროსაც ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც მე იქ ვიყავი მარტო.
მე გადავედი გზაზე და ჩამოვჯექი ზ/ აღნიშნული კიბეების დაახლოებით მეორე თუ მესამე საფეხურზე. სადაც ასევე მოვიდნენ ის პიროვნებები, რომელთაგან ერთი დაჯდა ჩემს წინ, ხოლო დანარჩენები ჩემს გარშემო დაახლოებით ერთ მეტრის რადიუსში იდგნენ ფეხზე.მე და იმ პიროვნებამ რომელიც იჯდა ჩემს წინ გავაგრძელეთ საუბარი, ლაპარაკის დროს აღნიშნული პიროვნება იქცეოდა ჩემს მიმართ აგრესიულად, რა დროსაც მე მას ვეპასუხებოდი და ვცდილობდი მისთვის პასუხის გაცემას. ამ დროს უეცრად უკანა მხრიდან ჩემგან მოულოდნელად თავის არეში მომხვდა რაღაც, რის შემდეგ ჩემს წინ მდგომმა პიროვნებამაც დამარტყა ხელი სახის არეში და იმავე დროს მე ვიგრძენი, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი მირტყამდა , ამ დროს მე თავზე და სახის არეში ავიფარე ხელები და ვცდილობდი დარტყმისაგან თავის დაცვას, ამავე დროს მე წამოვედი კიბეებიდან და ჩავედი გზაზე რა დროსაც იქ უცბათ მოვიდა ჩემი მეგობარი ვახო ჩიქოვანი რომელმაც კითხა იქ მყოფ პირებს რა ხდებაო, ხოლო მოსვლისთანავე იქ მყოფმა პიროვნებებმა ვახოსაც დაუწყეს ცემა”
წყარო – cyc.ge
კომენტარები