44 წლის მამაკაცი ე.წ ქურდული გარჩევის დროს მოკლეს. ვაჟა ტყებუჩავას ხელკეტებით 5 ადამიანი უსწორდებოდა. მამაკაცს მოტეხილი აქვს ხელის მტევნები, ფეხები, მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული სახის არეში.
ერთ ერთი ვერსიით ტყებუჩავაზე რუსეთში მცხოვრებმა “კანონიერმა ქურდმა” იძია შური.
მოკლული ტყებუჩავას მამა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირების დროს ისიც ადგილზე იყო. მისი თქმით, 5 თავდამსხმელისთვის მან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. თავდამსხმელები, რომლებიც რკინის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული მისი შვილი წაიყვანეს, რის შემდეგაც ის ვაჟა ტყებუჩავას 3 საათის განმავლობაშ ეძებდა.
მეზობლები ამბობენ, რომ მოკლულს რამდენიმე ადამიანი სასტიკად სცემდა და ისინი თეთრი მიკროავტობუსით მას შემდგ გაიქცნენ, რაც ადგილობრივებმა ყვირილი დაიწყეს. ამის შემდეგ მოსახლეობამ სასწრაფო გამოიძახა, თუმცა მძიმედ ნაცემი ტყებუჩავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მოკლული ვაჟა ტყებუჩავა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
44 წლის მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ კი ესროლეს. მოკლულს ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.
მამაკაცის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული, დაკავებული კი ჯერჯერობით არავინაა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.
კომენტარები