კიევში მოკლული ბიზნესმენის ნიკა დავითაშვილის ქვრივი, თიკა სიხარულიძე სოციალურ ქსელში იმ კადრებს ავრცელებს, სადაც მისი მეუღლის სიცოცხლის ბოლო წუთებია გადაღებული.
“მანქანაში ჩაჯდომის კადრი, რომელიც ეთერში არ გასულა. თუ დააკვირდებით, ნიკა უკან იხევს, ალბათ ის არ ხვდება ვისაც ელოდება და მაინც მოტყუებით გაყავთ”
ნიკა დავითაშვილი კიევში გასული წლის დეკემბერში მოკლეს. როგორც მოგვიანებიტ გაირკვა, კიევში საქმიანი ვიზიტით მყოფი ბიზნესმენი სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ, “ფოლცვაგენის” მარკის ავტომობილით გაიტაცეს.
მისი საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული და ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები აქვს. მისი მეუღლის ვარაუდით, ნიკა დავითაშვილი ბიზნესინტერესების გამო მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილს სპირტის ბიზნესი ჰქონდა.
კომენტარები