საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, წერს:
საფრანგეთის ახალ პრემიერ მინისტრად ჟან კასტე (Jean Castex) დასახელდა, რომელიც ამ დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
კასტეს შედგენილია ქვეყნის « კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის და ეკონომიკის აღორძინების პროგრამა » რომლის მიხედვითაც საფრანგეთი ეტაპობრივად გამოდის « საგანგებო მდგომარეობიდან »
«რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა ჟან კასტე და დაავალა ახალი მთავრობის კაბინეტის ფორმირება»- ნათქვამია « ელისეს სასახლის » მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ჟან კასტე ამავდროულად იკავებს აღმოსავლეთ-პირენეს დეპარტამანტის ქალაქ პრადეს მერის თანამდებობას.
კასტე დაიბადა 1965 წელს, არის დიპლომირებული პოლიტიკოსი დამთავრებული აქვს პარიზის პოლიტიკის ინსტიტუტი-Sciences Po.
1999 -2001 წლებში იკვებდა ქ.ვოკლუზის პრეფექტურის გენერალური მდივნის თანამდებობას. 2006-2007 წლებში მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის ქსავიე ბერტრანის კაბინეტის დირექტორის პოსტს.
2010 წელს აირჩიეს ლანგედოკ – როსლონის რეგიონის ადგილობრივი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარედ.
ემანუელ მაკრონის გაპრეზიდენტების შემდეგ კი მისი ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.
კომენტარები