უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში – სოფელ მაჩხაანში ხანშიშესული ქალი იმ დროს დაიწვა, როცა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს წვავდა.
ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი ხმელ ბალახს დასუფთავების მიზნით წაუკიდა.
მეზობლების თქმით, ცეცხლი იმდენად სწრაფად აალდა, რომ ქალმა თავის დაღწევა დროულად ვერ შეძლო. მიღებული დამწვრობის გამო, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
კომენტარები