“ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის კომენტარი დავით ჭკადუას ექსტრადირებაზე:
“ის იყო რეჟიმის ერთ-ერთი მძიმე წარმომადგენელი, რომელიც ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს, ისინი ხელყოფდნენ ადამიანების ღირსებას. სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაინც აღსრულდა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ განახორციელეს ამ მძიმე დამნაშავის ექსტრადიცია. ეს ფაქტი შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა ჩვენ საქმე 2012 წლამდე. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად”.
გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება.
კომენტარები