ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა:
საქართველოში ჩამოსული ბიზნესვიზიტორებისთვის კარანტინი ფასიანი იქნება – ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნეს ვიზიტორებს. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულს.
მათ მიეცემათ საშუალება, სავალდებულო კარანტინი ჩაანაცვლონ სავალდებულო, პერიოდული ტესტირებით. ეს არაა რაღაც გადაულახავი საფასური. ეს მან უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავადაც იყოს უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტორებთან კომუნიკაცია.
ჩვენ ძალიან აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკას ვაწარმოებთ. პარალელურად, გვინდა, გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რაც ბაზარზე გაჩნდა. ბიზნესვიზიტორებს აქვთ არჩევანი, თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება, არჩიონ ფასიანი კარანტინი და ამით ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან”
კომენტარები