მას შემდეგ რაც თამარ ივერმა მარტვილის კანიონის ფასებზე წერილი გამოაქვეყნა, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და ფასების საკითხზე დიდი ამბები ატყდა. მიგვიანებით, თამარ ივერმა ლოპოტაზე მდებარე სასტუმროსაც მიუძღვნა ფეისბუქ-პოსტი:
„მოხვდა გულზე “ლოპოტას” მენეჯერს დღეში 670 ლარი აბსურდული ტარიფის გამო კრიტიკა და მოაყოლა ბრძნული სფიჩი იმ ხალხზე(ძირითადად ოლიგარქებზე და ბიზნესმენებზე) ვინც უცხოეთში ფუფუნებაში ისვენებს.იმას კი ვერ ხვდება რომ მილანის თუ დუბაის გაქანება,ეკონომიკა,მოსახლეობა,ისტორია რომ “პაწა” აღემატება ხელოვნურად “გაკუკლავებულ”,მაგრამ მაინც კახეთის Дыра ლოპოტას კურორტს.მილანი და დუბაი მსოფლიო ტურისტებზე და ევრო დონის ხელფასებზეა გათვლილი,შესაბამისად იქ მდიდარი ქართველობაც ჩადის,მაგრამ იგივე მაგ ქალაქებშიც იპოვი 20-30€ იან სასტუმროებს. აი შენ რას მთავაზობ დღეში 670 ლარისას იქნებ ეგ უფრო დააკონკრეტო. მხოლოდ აუზში ჭყუმპალაობას,საშუალო დონის კვებას და მაგ ტბაზე წრეების რტყმას არა? და ანუ,თუ “კარაკულის შუბოსანი” არ ვარ და რიგითი ქართველი ვარ 1000 ლარიანი ხელფასით….მირჩევ შლაგბაუმის გარედან დავტკბე ტბის ყურებით ხომ? თუ რეზორტს აკეთებ დალოცვილო,რაღაც ერთი სართული მაინც დაუთმე უფრო დაბალ გადახდისუნარიან ხალხის კატეგორიას.ან ბოლობოლო,ამხელა თანხები თუ შემოგდის თითო ღამეში,აქამდე სულაც ცალკე შენობას ავაშენებდი დღეში 50-80 ლარის გადამხდელ ხალხის კატეგორიაზე.ერთელ ვიყავი თქვენთან და მხოლოდ არაბები ურტამდნენ წრეებს მაგ ერთ დღეში მოსაწყენ ტბას…თუმცა,ესაა თქვენი მიზანიც,დაისვენოს მხოლოდ 5% მა ქართველობამ და ფულიანმა არაბმა,ყაზახმა და რუსმა და საქართველოს რიგითმა,თქვენთვის “ნაცრისფერმა მასა მოსახლეობამ” შლაგბაუმის გარედან შემოიჭყიტოს მაგ დამყაყებულ ტბაზე.და ამის მერე თქვენ პრეტენზია უნდა გქონდეთ რომ ქართველ ხალხს და ქართულ ტურიზმს ემსახურებით?? ჩემი კანიონზე არ შესვლაც სწორედ პრინციპის ამბავი იყო და არა ის რომ ჩემი კარიერის და მიღწევების ადამიანს 100 ლარი არ მედო საფულეში,მაგრამ ამას ხომ უნდა მიხვედრა.
ისე და,მაინტერესებს,ხალხის ამდენ დარწმუნება-დამოძღვრას,თავად თუ შეძლებ სადმე სხვა “Resort“ ში მეუღლესთან ერთად,2კაცზე დღეში 670 ლარად დასვენებას?? ძალიან ეჭვი მეპარება რომ თუნდაც როგორც მენეჯერს,შენი ხელფასი მაგის საშუალებას გაძლევდეს.100% ით დარწმუნებული ვარ შენც სადმე 50-100 ლარამდე სასტუმროს კატეგორიას მოძებნი და მაშინ შე დალოცვილო,რაღას აბოლებ მოსახლეობას მაგ აბსურდული თანხების გაპრავებით…ადვილია არა “გოგონი”მენეჯერის პოზიციიდან საუბარი??“
კომენტარები