დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამოქმედებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 1505 და 116 001.
1505-ზე მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 116 001 მუშაობს სამუშაო დღეებში, სამუშაო საათების განმავლობაში.
დაკვირვება მიმდინარეობს ჩინურ დასახლებებეშიც – ადგილებში, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული ჩინელები მუშაობენ.
რაც შეეხება ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირებას ეს დღეს მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორიაშია შესაძლებელი. რაც შეეხება საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიას. აქ კორონავირუსის ამ შტამის მიგნება გამორიცხვის მეთოდით შეუძლიათ, თუმცა დაწყებულია მუშაობა, რომ შემდეგი კვირიდან საჭიროების შემთხვევაში ვირუსის ზუსტი დიაგნოსტირება მოხდეს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 56 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1600-ს გადააჭარბა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ – ტაილანდში, იაპონიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის რამდენიმე ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
„პრაიმტაიმი“
კომენტარები