“ნიუპოსტის” ინფორმაციით, სურამში, 33 წლის თიკო რუსიას მკვლელობაში ბრალდებული, 35 წლის ილია ქურდაძეა პოლიციამ უკვე დააკავა.
ადგილობრივების თქმით, ცოლს ეძინა, როცა სანადირო თოფით ჩაცხრილეს.
“ანგელოზივით ცოლი მოკლა. ალბათ ისევ მთვრალი იყო, ხშირად სვამდა და ე.წ “თეთრი ცხელების” ნიშნები ჰქონდა.”- აცხადებს მოკლულის ახლობელი.
უცნობია, რატომ გაიმეტა მეუღლე ახალგაზრდა კაცმა. ცნობილია, რომ სასტიკ სურათს მოკლულის 3 შვილი შეესწრო.
პოლიციამ ამოიღო მკვლელობის იარაღი, ქურდაძის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი.
ქალს სამი ტყვია აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“ფორმულა” ავრცელებს ფოტოს მკვლელობის ადგილიდან:
კომენტარები