19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
ახალი კითხვები გააჩინა სატელეფონი ამონაწერებმა, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა სატელეფონო ანძების ჩანაწერებს საერთოდ არ ემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ შაქარაშვილის მეგობრებმა სავარაუდოდ ცრუ ჩვენებები მისცეს.
საქმის ერთ-ერთი მოწმე ჩვენებაში აცხადებს, რომ მან შემთხვევის ადგილი დაახლოებით პირველ საათზე დატოვა , თუმცა სატელეფონო ანძის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მან ამ ტერიტორიიდან ბოლო სატელეფონო ზარი დაახლოებით 2 სთ-ზე განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებამ თბილისის მერიას ე.წ. ჭკვიანი კამერების ამონაწერის მოთხოვნით მიმართა, რომელიც თბილისის შემოსასვლელშია, რაზეც მერიამ უარი განაცხდა, რადგან, როგორც ამბობენ, ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა და ჩანაწერები აღარ არსებობს.
დამატებით კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ ის ადგილი, სადაც გურამ ამირხანაშვილი იმ ღამით იმალებოდა, გადამწვარია.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადგილზე მტკიცებულებები განადგურდა და ბრალდებულებს ხელს აფარებენ?!.
ნიუპოსტი
კომენტარები