გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული „მერსედესის“ მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე, “მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ დანაშაულის მონაწილეებს დაეხმარნენ და შემთხვევის ადგილზე რეალურად მესამე ავტომანქანაც მივიდა, რომელიც კვალის დაფარვას შეეცადა.
„ცალსახად ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას. ცალსახად ამ საქმეში რაღაც განსაკუთრებული, სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. ჩემი შეხედულებით ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან ვინც ზოგადად დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, კვალი დაეფარათ, მაგრამ მე აქ იმ კუთხით არ ვგულისხმობ, რომ ესენი იყვნენ დავუშვათ, სამართალდამცავები, ან ვინმე მსგავსი. მე ამ ეტაპზე ამას საერთოდ გამოვრიცხავ. ცალსახად ჩანთის დადების ნაწილთანაც ვაკავშირებ ამ კვალის დაფარვას, რადგან თუ ეს ჩანთა ზოგადად დადებულია და მე ვფიქრობ, რომ დადებულია, ეს აშკარად არის გაკეთებული უნიჭოდ, რადგან ჩვენ თუ ვამჩნევთ იმას, რომ ეს კითხვისნიშნები არის, შესასბამისად, აშკარად არაპროფესიონალის ნამუშევარია ეს, თუ მართლა ნამუშევარია“, –
კომენტარები