ყოფილი სამართალდამცავი და სამოქალაქო აქტივისტი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს:
“1. პოლიციელები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ, გამოძიების მიერ იკითხებიან 15-ე დღეს.. მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება. დაკითხვისას პოლიციელები ამბობენ, რომ გზაში ბრეგვაძე მათ ფოტოების ხარისხზე და პეპლებზე ესაუბრა და თურმე არ იყო აღელვებული, რომელიც პოლიციის მისვლამდე ბუჩქებში იმალებოდა..
2. თურმე, არსებობს ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და საქმეს შორის? არსებობს!
3. უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე? უნდა შეუჩერდეს! აბა, სხვას არც მე არ ვამბობ არაფერს”
კომენტარები