ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ბრალდებებს უპასუხა:
“ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში? “ქართული ოცნება” ჯერ ვიღაცებს ააწკავწკავებს და მერე თავად იტყვიან ამას – ეს ხომ ახალი არ არის და “ნაციონალური მოძრაობა” რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ იცის “ქართულმა ოცნებამ”.
ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში და მეორე 10 000 კიდევ სხვაგან. ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი. ეს არავის სჯერა.
რევოლუცია არჩევნებში გამარჯვება იქნება. 8-წლიანი წარუმატებელი და დამნაშავე რეჟიმი შეიცვლება. თუ ამაში გულისხმობენ რევოლუციას – დიახ, ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის ტოლფასი იქნება, რადგან ჩამოშლილი და დამყაყებული ქვეყანის შემოქმედი თუ ისტორიის სანაგვეზე წავა, დიახ, ეს არის რევოლუციის ტოლფასი. დიახ, ჩვენ ვაპირებთ რევოლუციურ ნაბიჯებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ”
კომენტარები