რუსთავი2-ის ინფორმაციით, ირკვევა, რომ 19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე ჰქონდა 10-მდე დაზიანება. მათ შორის კიდურის მოტეხილობაც. ასევე “კურიერმა” მოიპოვა იმ ხელკეტის ფოტომასალა, რომლითაც ახალგაზრდებმა დაზიანებები მიიღეს.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტოები 22 ივნისით არის დათარიღებული. ფაილი 60 ფოტოს მოიცავს, ფოტომასალებიდან ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.
სხეულს უამრავი დაზიანება აქვს მიყენებული, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, მარჯვენა მკლავზე დაზიანებები და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. სხეულის სხვადასხვა არეში გიორგი შაქარაშვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა.
სხეულს დაზიანებები მდინარეში მოხვედრამდე აქვს მიღებული თუ მას შემდეგ, ამას პასუხს ექსპერტები გასცემენ.
11-12 ტომში განთავსებულ ფოტოებში არის იმ რკინის მილის ფოტო, რომელსაც ნიკა ჟვანია ფლობდა და ამას ჩვენებაშიც ამბობს. ნივთმტკიცებულებებს შორის არის ასევე კრამიტები.
კომენტარები